რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებლებს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებლებს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს. „23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.

დიდმოწამე გიორგი საქართველოს მფარველია, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, რაზეც XVIII საუკუნის ისტორიკოსისა და გეოგრაფის ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებიც მეტყველებს - არა არს საქართველოში არცა მთანი და არცა მაღალნი ბორცვნი სადაცა არ იყოს ტაძარნი ანუ ნიშანი წმიდისა გივარგისანი”.” ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა - წმინდანის სახელზე აშენებული ტაძრებისა და სამლოცველოების აღსანიშნავად.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, სიკეთეს, მშვიდობას, კეთილდღეობას გისურვებთ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასა და ყველა მართლმადიდებელს“, - ნათქვამია მისალოც განცხადებაში.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა