Russia Today - რუსეთს ჰყავს მთელი თაობა, რომელსაც პუტინი არც არასდროს უნახავს და არც მის შესახებ სმენია

რუსული ტელევიზიის აუდიტორია „კვდება“-ამის შესახებ Russia Today-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი აცხადებს.

„რაც შეეხება აუდიტორიას, იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომელსაც ტელევიზიაზე არაფერი სმენია და ამასთან ისინი ამომრჩევლები ხდებიან. ჩვენი მთავრობა დიდი ხნის განმავლობაში აქცენტს ტელევიზიაზე აკეთებდა. ტელევიზია წლების განმავლობაში იყო ინფორმაციის მთავარი მიმტანი აუდიტორიამდე. ახლა ასე აღარ არის. ახლა რუსეთის მთავარი ტელევიზია youtube-ია“,-განაცხადა სიმონიანმა.

მისივე თქმით, რუსეთს ჰყავს მთელი თაობა, რომელსაც პუტინი არც არასდროს უნახავს და მის შესახებ არასდროს სმენია.

„ან სად უნდა ენახათ? მარტო მის კარიკატურებს თუ ნახავენ უცხოურ საიტებზე“,- ამბობს სიმონიანი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს