სუს-თან „გირჩის" აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი - „საქართველო არ გაისუსება" გამართეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან „გირჩის" აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი - „საქართველო არ გაისუსება" გამართეს.

როგორც „გირჩის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, თორნიკე დალაქიშვილმა განაცხადა, სუს-ი ახორციელებს ზეწოლას საქართველოს მოქალაქეებზე.

„ჩვენ სწორედ ამას ვაპროტესტებთ. ჩვენი მესიჯია, რომ საქართველოს არასდროს აღარ გაისუსება. ბევრჯერ ყოფილა, რომ სხვადასხვა ხელისუფლებებს ძალისმიერი მეთოდებით ქართველების დაშინება და სახლში დატოვება უცდია, მაგრამ ეს აღარ მუშაობს და აღარ იმუშავებს არასდროს ამ ქვეყანაში. ამის გარანტი ვართ ჩვენ, „გირჩის“ აქტივისტები და სრულიად სამოქალაქო საზოგადოება“, - განაცხადა თორნიკე დალაქიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს