კენიაში მეწყერს 24 ადამიანი ემსხვერპლა

კენიაში მეწყერს 24 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ დროისთვის 12 ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი, რომელთა შორის უმეტესობა ბავშვია.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ჩამოშლილმა მიწამ გზები და ხიდები ქვეშ მოიყოლა. ქვეყნის სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, თუმცა სამძებრო სამუშაოებს ცუდი ამინდი უშლის ხელს.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ მივაღწიოთ კატასტროფის ადგილამდე, მაგრამ წვიმამ გზები და ხიდები გაანადგურა“, - აცხადებს ქვეყნის კომისარი.

სამაშველო სამუშაოებში წითელი ჯვარიც არის ჩართული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს