არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტთან ერთად,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრების ოჯახებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული თავდადებისა და გმირობისთვის, მეომრები (სიკვდილის შემდეგ) სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეკრებილ საზოგადოებას არჩილ თალაკვაძემ სიტყვით მიმართა, გიორგობის დღესასწაული მიულოცა და დაღუპული გმირების თავდადებაზე გაამახვილა ყურადღება. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დღეს, დაღუპული მეომრების ოჯახებისთვის ჯილდოების გადაცემა განასახიერებს უწყვეტ კავშირს საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის.

„დღეს შევიკრიბეთ რათა პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და მათ ხსოვნას, მადლობა გადავუხადოთ მათ ოჯახებს. მათ გაიღეს ყველაფერი და ყველაზე მეტი, რაც შეიძლება. ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე! არა თავისთავად ომი, რომელშიც ისინი გმირულად დაეცნენ, არამედ მშვიდობა, ჩვენი შვილების მომავალი და საქართველოს ხვალინდელი დღე იყო ის, რისთვისაც მათ თავი გასწირეს. ისინი ბრძოლაში დაეცნენ, თუმცა გაიმარჯვეს სამშობლოს სიყვარულში”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დამსწრეებს სიტყვით მიმართეს და მეომრები დააჯილდოვეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რატი ბრეგაძემ, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ.​

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო