მიხეილ სააკაშვილი კიევში გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს შეხვდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში ყოფილ დეპუტატებს გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ყველა მათგანს ერთი რამ - საქართველოს სიყვარული აერთიანებთ.

„დღეს, გიორგობის დღეს, შევხვდით ჩვენს ძველ თანამებრძოლებთან და ოპონენტებთან ერთად. ის ხალხი, ვინც ერთმანეთს ვებრძოდით, მაგრამ დღეს არის ერთიანობის დღე. დღეს არის დიდი დღესასწაული. ჩვენ ყველას ერთი რამ გვაერთანებს - გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, საქართველო. ნახეთ, რა მაგარი ახალგაზრდობა წამოვიდა. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ახალგაზრდებს გზა გავუხსნათ საქართველოს გადარჩენისა და მართვისკენ. ძალიან მადლობელი ვარ გუბაზის, ვალერის, ჩვენი ბიჭების, რომ კიევში ჩამოვიდნენ. ძალიან საინტერესო და ჩემთვის ნიშანდობლივი საუბრები გვქონდა. მართლაც, ყველაფერს, ასაკთან, დროსთან და გამოცდილებასთან ერთად ბევრ რაღაცს გადახედავს ადამიანი. დროის გადმოსახედიდან ძალიან ბევრი რაღაც სხვანაირად ჩანს. ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს და გამარჯვებას ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ წინ ვერაფერი დაუდგება. ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ისინი მოერივნენ საკუთარ „მეს“, ეგოიზმს, რადგან გამოსავალი ერთიანობაა.

“მინდა მოგიწოდოთ, ვიყოთ საბრძოლო განწყობაზე, იმიტომ, რომ საქმე ეხება ჩვენს სამშობლოს. ჩვენ სხვაგან სამშობლო არა გვაქვს. ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, ჩვენ გარკვეულწილად ჩვენს თავსაც გადავახტით, მოვერიეთ ჩვენს შინაგან „მე“-ს, ეგოიზმს და მიგვაჩნია ერთი რამ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობაა ჩვენი გამოსავალი. მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის დარაზმვა არის გამოსავალი და ვფიქრობ, ჩვენ ამას მოვახერხებთ. იმიტომ, რომ ჩვენ, წესით, უნდა ვიყოთ ღირსეული მემკვიდრენი ჩვენი წინაპრების“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ვალერი გელბახიანის განცხადებით კი, ისინი 23 ნოემბერს სიმბოლურად შეიკრიბნენ.

„ერის მომავლისთვის, სახელმწიფოს მშენებლობის მომავლისთვის და ამ ერისა და სახელმწიფოს შეკვრისათვის საჭირო არის ერთიანობა, საჭირო არის ბრძოლა და ჩვენ დღეს შევიკრიბეთ სიმბოლურად 23 ნოემბერს, კიდევ ერთხელ ჩვენ ერს უნდა მივმართოთ, რომელსაც გაუვლია ბრძოლა სამშობლოს გულისთვის. ჩვენი თაობის ვალია, რომ ამ კრიზისიდან გამოვიყვანოთ ქვეყანა”, - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა