მაიკ პენსი ერაყში ჩავიდა

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი ერაყში ჩავიდა. ვიცე პრეზიდენტი ერაყში სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავით ჩაფრინდა და ერაყის პრემიერ-მინისტრს ადელ აბდულ მაჯდის ტელეფონით ესაუბრა. მათ შორის ოფიციალური შეხვედრა ერაყში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო შექმნილი საფრთხის გამო არ გაიმართა.

ამის შემდეგ მაიკ პენსი ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონს ესტუმრა და რეგიონის პრეზიდენტს ნეჩირვან ბარზანის შეხვდა. პენსის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან ერაყსა და სირიაში მოკავშირეების მიმართ მხარდაჭერა უცვლელია.

ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზას ეწვია და ჯარისკაცების ცხოვრებას გაეცნო.

შეგახსენებთ, რომ ერაყში საპროტესტო აქციების ტალღა 1 ოქტომბრიდან დაიწყო. მოსახლეობა ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, უმუშევრობასა და კორუფციის მაღალ დონეს აპროტესტებს. მას შემდეგ აქციებს 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 5 000-ზე მეტი კი დაშავდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა