მამუკა ხაზარაძე აკაკი ზოიძის ინიციატივაზე - ბატონ კაკის მანამდე უნდა ეზრუნა და თავისი თანაგუნდელებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, რომ დაპირება, რომელიც სახალხოდ გასცეს, ასე არ გადაეხიათ თავზე ჩვენი მოსახლეობისთვის

ბატონ კაკის მანამდე უნდა ეზრუნა და თავისი თანაგუნდელებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, რომ დაპირება, რომელიც სახალხოდ გასცეს, ასე არ გადაეხიათ თავზე ჩვენი მოსახლეობისთვის,- ამის შესახებ მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრის, აკაკი ზოიძის ინიციატივის შეფასებისას განუცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, არსებული სიტუაციიდან გამოსავალი პარლამენტში საკითხის თავიდან ინიცირებაა.

"ვფიქრობ, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. რა ფორმით იქნება ეს მეორე საკითხია. მთავარია, რომ ტექნიკურად შესაძლებელია, რომ დავუბრუნდეთ პროპორციული არჩევნების სისტემას და ამის გაკეთება არის შესაძლებელი. თავიდან უნდა მოხდეს საკითხის ინიცირება პარლამენტში და ქვეყანა დაადგეს ნორმალური განვითარების გზას. ამას სჭირდება ნება. მგონი, ბატონ კაკის მანამდე უნდა ეზრუნა და თავისი თანაგუნდელებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, რომ დაპირება, რომელიც სახალხოდ გასცეს, ასე არ გადაეხიათ თავზე ჩვენი მოსახლეობისთვის. დანარჩენი, შიდა ინიციატივები მათი საქმეა,"- განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, აკაკი ზოიძემ მმართველ გუნდს მოუწოდა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ან პლებისციტი ჩატარდეს. მისი განცხადებით, თუ რეფერენდუმის ან პლებისციტის თაობაზე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მაშინ ის თავის ადგილს ხედავს, გავიდეს ხალხში და ჩაუდგეს კამპანიას სათავეში, რათა დაარწმუნოს ყველა ადამიანი - პროპორციულ არჩევნებს 2020 წელსვე დაუჭირონ მხარი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს