კოლუმბიაში საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოებას სამხედროები დაიცავენ

კოლუმბიაში საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოებას სამხედროები დაიცავენ. ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ქვეყნის პრეზიდენტის, ივან დუკეს თქმით, პოლიციელები აქციების დროს ვანდალიზმისა და ტერორიზმის ფაქტებს აღკვეთენ და წესრიგს დაიცავენ.

მან განაცხადა, რომ ხუთშაბათს გამართულ საპროტესტო აქციაში, სადაც 250 000 ადამიანი მონაწილეობდა, კანონის დარღვევის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

კოლუმბიის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები 21 ნოემბერს დაიწყო. მოსახლეობა პრეზიდენტ ივან დუკეს ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას აპროტესტებს. პოლიციამ დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა, რასაც 112 ადამიანი ემსხვერპლა. 23 ნოემბერს ბოგოტაში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა