მამუკა ხაზარაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე - ნდობის ხარისხი ხელისუფლების მიმართ ნულის ტოლფასია

ნდობის ხარისხი ხელისუფლების მიმართ ნულის ტოლფასია, - ამის შესახებ მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, პროცესები ქუჩიდან პარლამენტში უნდა გადავიდეს და მხარეები მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდნენ.

ხაზარაძე აცხადებს, რომ თუ გვინდა ქვეყანა ძალიან სერიოზულ ჩიხში არ შევიდეს, უნდა აიღონ ინიციატივა და პარლამენტში პროპორციული არჩევნების კანონს დაუბრუნდნენ.

"ვფიქრობ, ნდობის ხარისხი ხელისუფლების მიმართ ნულის ტოლფასია. თითქმის ყველა შტო, რომელიც წარმოადგენს სახელისუფლებო შტოს, ვერ სარგებლობს ვერანაირი ნდობით. შესაბამისად, დღეს გაკეთებული განაცხადები არის დროში გაწელვის მცდელობა. ამიტომ, თუ გვინდა ქვეყანა ძალიან სერიოზულ ჩიხში არ შევიდეს, უნდა აიღონ ინიციატივა და პარლამენტში პროპორციული არჩევნების კანონს დაუბრუნდნენ",- განაცხადა ხაზარაძემ.

რაც შეეხება სახელმწიფო უწყებების პიკეტირებას, რასაც ოპოზიცია ისევ აანონსებს, ხაზარაძე ამბობს, რომ "ლელო" აგრძელებს პროტესტს ყველა ფორმით, თუმცა, "არანაირი აქტივობა, რომელიც კანონსაწინააღმდეგო იქნება, "ლელოს" მხრიდან არ გაკეთდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს