„ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრაზე, რომელსაც, ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, როგორც დიმიტრი ხუნდაძის, ასევე აკაკი ზოიძის ინიციატივაზე იმსჯელებენ

„ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრა იმართება. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელებენ როგორც დიმიტრი ხუნდაძის, ასევე აკაკი ზოიძის ინიციატივასთან დაკავშირებით.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნლისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, შეხვედრას სავარაუდოდ, დაესწრება პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. მისივე თქმით, მის ინიციატივასთან დაკავშირებით, განსხვავებული აზრი აქვს როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ასევე სხვა ლიდერებსაც.

„განსხვავებული პოზიცია აქვს პარტიის ლიდერს, სხვა ლიდერებსაც, უმრავლესობაში არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით.

აკაკი ზოიძემ წამოჭრა რეფერენდუმის თუ პლებისციტის საკითხი. სწორედ ამ საკითხებზე დღეს შედგება შეხვედრა უმრავლესობის ლიდერებთან და როგორც ვიცი, ბატონი ბიძინაც დაესწრება ამ შეხვედრას,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, მისი და აკაკი ზოიძის ინიციატივა აბსოლუტურად განსხვავებულია, თუმცა, ორივეს აქვს საერთო, რაც საზოგადოებისთვის აზრის კითხვას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივა არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. აკაკი ზოიძე კი მმართველ გუნდს მოუწოდებს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ან პლებისციტი ჩატარდეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს