მარიამ ქვრივიშვილი ახალი სასტუმროს „იბის თბილისი სტადიუმი“ გახსნის ცერემონიას დაესწრო

მარიამ ქვრივიშვილი ახალი სასტუმროს „იბის თბილისი სტადიუმი“ გახსნის ცერემონიას დაესწრო. აღმაშენებლის გამზირზე ახალი სასტუმროს „იბის თბილისი სტადიუმის“ გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი დაესწრო.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენ ქალაქს კიდევ ერთი ბრენდული, სამარსკვლავიანი სასტუმრო შეემატა. განსაკუთრებით მოხარულები ვართ, რომ მსგავსი ტიპის განთავსების ობიექტებზე მოთხოვნა მზარდია. ჩვენ დღეს ვნახეთ ძალიან საინტერესო ახალი კონცეფციის მქონე სასტუმრო. მოხარულები ვართ, რომ სასტუმროს მფლობელებმა შეძლეს და დაასაქმეს დაახლოებით სამოცამდე ადამიანი. მსგავსი ტიპის პროექტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინვესტიციის კუთხით, არამედ მნიშვნელოვანია იმითაც, რომ დივერსიფიცირებულად ვითარდება განთავსების ობიექტები და იქმნება სამუშაო ადგილები", - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ახალი ეკონომკლასის სასტუმროში 150 ნომერია. ასევე 50 ადამიანია დასაქმებული და 8 000 000 ევროს ინვესტიცია არის ჩადებული. ACCOR ჯგუფმა თბილისში რიგით მე-3 სასტუმრო გაიხსნა, რომელიც როგორც ტურისტულ, ასევე ბიზნესსეგმენტზეა გათვლილი. Accor მსოფლიში ცნობილი ბრენდია, რომელიც მომხმარებელს 4,900-ზე მეტ სასტუმროს, კურორტსა და რეზიდენციას სთავაზობს. Ibis-ის ქსელი 1974 წელს დაარსდა და ევროპაში ბიუჯეტური სასტუმროების ერთ-ერთი ლიდერია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა