მერაბ ქვარაია - შეხვედრა შედგა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით - შეთანხმება მიღწეულია - ერთიანი პოზიცია ხვალ დაგეგმილ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გაცხადდება

პრინციპში გადაწყვეტილება მიღებულია, ხვალ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გაცხადდება ერთიანი პოზიცია,- ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისთან, ბიძინა ივანიშვილისა და მაჟორიტარების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ყველა იმ საკითხზე იმსჯელეს, რომელიც შექმნილ მდგომარეობასთან არის კავშირში.

„შეხვედრა შედგა პარტიის თავმჯდომარის ინიციატივით, პრინციპში გადაწყვეტილება მიღებულია. შეხვედრას ესწრებოდნენ მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პორპორციულ სისტემაზე გადასვლას. შეთანხმება მიღწეულია, ხვალ იქნება უმრავლესობის სხდომა, რა დროსაც კიდევ ერთხელ გვექნება მსჯელობა ამ საკითხებზე, ამის შემდეგ იქნება უკვე ცნობილი და გაჟღერებული ერთიანი პოზიცია.

მსჯელობა იყო ძალიან საინტერესო, დეტალური, შევეხეთ ყველა საკითხს, რომელიც შექმნილ მდგომარეობასთან არის კავშირში, შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ არის ასეთი შეთანხმება, ხვალ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გაჟღერდება ეს ინიციატივა,“- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

„ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილი იმ მაჟორიტარებს შეხვდა, რომლებმაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო