საპარლამენტო უმრავლესობა სხდომას მართავს, რომლის შემდეგაც, სავარაუდოდ, ოფიციალურად გახდება ცნობილი, თუ რაზე შეთანხმდნენ ბიძინა ივანიშვილი და მაჟორიტარები

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც, სავარაუდოდ, ოფიციალურად გახდება ცნობილი, თუ რაზე შეთანხმდნენ ბიძინა ივანიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატები.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი გუშინ იმ მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა, რომლებმაც პარლამენტში 14 ნოემბრის კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირეს საარჩევნო სისტემის ცვლილებას.

შეხვედრიდან გამოსული დიმიტრი ხუნდაძე, მერაბ ქვარაია და ირაკლი შიოლაშვილი აცხადებდნენ, რომ „პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება შედგა“, თუმცა ისინი სხვა დეტალებს არ აკონკრეტებდნენ.

მათი თქმით, ერთიანი პოზიცია შეთანხმების შესახებ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გაცხადდება.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა