არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ იტალიაში იმყოფებოდა, თუმცა აცხადებს, რომ ეს არანაირი პოლიტიკური „შატალო“ არ ყოფილა, რადგან სამსახური არ გაუცდენია

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ ოჯახთან ერთად მილანში იმყოფებოდა. თუმცა, თალაკვაძის განმარტებით, არანაირი პოლიტიკური „შატალო“ ეს არ ყოფილა, ვინაიდან მეორე დღეს სამუშაო ადგილას იმყოფებოდა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში " კვირის თემა ნანა ლეჟავასთან ერთად“ განაცხადა, აღშფოთდა, როცა მისი ოჯახური გასვლის გამო „ვაიუშველებელი ატეხეს“ და გავრცელებული ვიდეოთი იმის ხაზგასმა სურდა, რომ არა კომოს ტბაზე, არამედ სამსახურში იმყოფებოდა. თალაკვაძე შექმნილი უხერხულობისთვის გამო წუხილს გამოთქვამს.

„ეთერში გასული სიუჟეტით რა სურდათ ეთქვათ საზოგადოებისთვის? - პარლამენტის თავმჯდომარე გაფრინდა კომოს ტბაზე დასასვენებლად, იქ ისვენებს ბიუჯეტის ფულით, აი, შეხედეთ, არ აინტერესებს სხვა არაფერი... ცხრა ამბიდან რეალურად საბოლოოდ დარჩა ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პირად საქმეზე ჩაფრინდა მილანში და მეორე დღეს იყო სამსახურში.

ძალიან აღმაშფოთა, როცა ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაიუშველებელი ატეხეს. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე სამუშაო ადგილას ვიყავი ყოველ დღე და არანაირი პოლიტიკური "შატალო" ეს არ ყოფილა, მითუმეტეს, არ მივიღებ ასეთ კრიტიკას მათგან, ვინც ბიუჯეტის ხარჯზე სეირნობდა უცხოეთში სამეგობროებით.

ჩემი მხრიდან ვიდეოჩართვის გავრცელება, აშკარაა, რომ არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ხელოვნური ისტერიის გასანეიტრალებლად, თუმცა რეალურად ეს იყო პასუხი იმ მომენტში „ფეიკ ნიუსზე“ -კომოზე ვისვენებდი თუ პარლამენტში ვიყავი.

ჩვენს საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ვწუხვარ შექმნილი უხერხულობისთვის.

სინამდვილეში მთელი ეს „ფეიკი“ ააწყვეს იმაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მილანში ჩავიდა მეუღლესთან და შვილთან ერთად და მეორე დღეს იყო სამსახურში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ თალაკვაძის იტალიაში გამგზავრების შესახებ ინფორმაცია მედიამ გაავრცელა. ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი კახა კალაძე და რამდენიმე დეპუტატი, ერთ-ერთი ბიზნესმენის დაბადების დღის წვეულებაზე დასასწრებად, კომოს ტბაზე იმყოფებოდნენ, თუმცა აღნიშნული თალაკვაძემ თავდაპირველად უარყო და მედია დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. თალაკვაძემ საკუთარი კაბინეტიდან ჩაწერილი ვიდეოც გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ არა კომოს ტბაზე, არამედ სამსახურში იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ წინა ღამით თალაკვაძესთან ერთად სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით ერთი რეისით იფრინა. აღნიშნულის შემდეგ თალაკვაძე ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილის კრიტიკის ობიექტი გახდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო