„შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ აქტივისტები  „ქართული ოცნების“ ოფისის უკანა შესასვლელთანაც არიან მობილიზებული

სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ოფისის უკანა შესასვლელთანაც არიან მობილიზებული. ისინი აცხადებენ, რომ დღეს საღამოს პარლამენტის შენობის პიკეტირებასაც მოახდენენ და მმართველ პარტიას მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები ე.წ. გერმანული მოდელით. დღეს აქ შეიკრიბნენ „ქართული ოცნების“ მატყუარა წარმომადგენლები, რომლებიც კიდევ ერთ ტყუილს აცხადებენ, რომ შემოგვთავაზონ პლებისციტი. პლებისციტი ჩვენ არ გვჭირდება, არ ვართ დაზღვეული, რომ კიდევ ერთხელ არ მოგვატყუებენ. პროპორციულ სისტემაზე შეთანხმებულია უკვე სრულიად საზოგადოება, ყველა პოლიტიკური პარტია. ერთადერთი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ეს რატომღაც აღარ მოუნდა. რატომ არ მოუნდათ ვიცით, იმიტომ, რომ მიხვდნენ ძალიან დაბალი პროცენტი აქვთ და კარგავენ ხელისუფლებას. ჩვენი ზომები იქნება რადიკალური, კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა. ყველგან მივალთ. არ ჩავატარებინებთ ასეთ შეკრებებს. დღეს საღამოს ჩვენ მოვახდენთ პარლამენტის პიკეტირებას, რომ ჩაიშალოს ხვალინდელი სხდომა პარლამენტში“, - განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტმა თამთა გოგოლაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს