შოთა რუსთაველის თეატრში ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საიუბილეო საღამო „ლექსო, არ დაიკარგები“ გაიმართება

დღეს, შოთა რუსთაველის აკადემიური თეატრის დიდ დარბაზში ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საიუბილეო საღამო - „ლექსო, არ დაიკარგები“ გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს წელს ხალხური პოეზიის საღამო მეორმოცედ იმართება.

მათივე ინფორმაციით საიუბილეო საღამო 19:00 საათზე დაიწყება.

„მონაწილეობას მიიღებენ ძველი და დღემდე უცნობი მელექსეები, იუმორის დიდოსტატები, მომღერლები და მოცეკვავეები. საიუბილეო საღამო მთელ საქართველოს, ფოლკლორის ყველა დარგს მოიცავს და წარმოადგენს ხალხურ ლექს, ხალხურ მუსიკას, ხალხურ ცეკვასა და იუმორს. პროექტის მიზანია გასული საუკუნის 80-იანი წლების ფოლკლორული საღამოების მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და საგულისხმო ტრადიციის გაგრძელება.

საღამოს გაუძღვებიან ფოლკლორისტები - ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული.

ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. ხალხური პოეზიის საღამოები სათაურით - „ლექსო, არ დაიკარგები“, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა 2008 წელს აღადგინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა