მიმდინარე კვირას  საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას გადმოიბარებს

2019 წლის 27 ნოემბრიდან - 2020 წლის 15 მაისამდე, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში, მიმდინარე წლის 27 ნოემბერს გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, საქართველო თავმჯდომარეობას საფრანგეთისგან ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გადმოიბარებს. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგს ვიზიტით ეწვევა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში 26 ნოემბერს პრესკონფერენცია გაიმართება; ასევე 26 ნოემბერს გავრცელდება ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პრიორიტეტების შესახებ ვრცელი ინფორმაცია და მინისტრის, დავით ზალკალიანის ვიდეო მიმართვა.

​„აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა. თავმჯდომარეობის 6 თვის განმავლობაში საქართველო ევროპის საბჭოს ფარგლებში 20-მდე ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო