ნიკოლ კიდმანი - ყველას მოვუწოდებ, შეუერთდით  კამპანიას და დადექით გაუპატიურების წინააღმდეგ

25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაერო ამ დღის აღსანიშნავად მსოფლიოს მასშტაბით მრავალ ღონისძიებას გეგმავს. წლევანდელი ღონისძიებების სლოგანია „გახადე სამყარო ნარინჯისფერი: თანასწორობის თაობა დგას გაუპატიურების წინააღმდეგ!“.

გაერო-ს ქალთა კეთილი ნების ელჩმა ნიკოლ კიდმანმა განცხადება გაავრცელა, სადაც ის ყველას მოუწოდებს, დადგეს ძალადობის და გაუპატიურების წინააღმდეგ. „როგორც გაეროს კეთილი ნების ელჩი, მე ვიცი, რომ თითოეულმა ჩვენგანმა თავისი როლი უნდა ითამაშოს. 16-დღიანი კამპანია არის მომენტი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ერთად დადგეს. მე ყველას მოვუწოდებ შეუერთდეთ ამ კამპანიას და დადგეთ გაუპატიურების წინააღმდეგ. ამგვარად, თქვენ გახდებით ნაწილი იმ ბრძოლისა, რასაც ჰქვია ბრძოლა ქალთა მიმართებით ძალადობის წინააღმდეგ“,-განაცხადა ნიკოლ კიდმანმა.

გაუპატიურებამ და სექსუალურმა ძალადობა კატასტროფილ მაჩვენებლებს მიაღწია ისეთ კონფლიქტებში როგორიც იყო ომი ბოსნია და ჰერცოგოვინაში და რუანდაში. მიანმარში, საიდანაც ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა, სექსულური ძალადობა იყო ერთ-ერთი მთავარი ძალადობის ფორმა, რითაც ადამიანებს აიძულებდნენ სახლები დაეტოვებინათ. სირიაში, სექსუალური ძალადობა იქცა ქალების მხრიდან ინფორმაციის მოპოვების ერთ-ერთ ბერკეტად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო