დავით უსუფაშვილი - ოპოზიცია სამართლიან არჩევნებზე ვლაპარაკობთ და არა იმაზე, რომ ივანიშვილო, იქნებ რამე ისეთივე მოგვიკვარახჭინო, რაც სალომე ზურაბიშვილს მოუკვარახჭინე

ოპოზიცია სამართლიან არჩევნებზე ვლაპარაკობთ და არა იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილო, იქნებ მე ან სხვებს, რამე ისეთივე მოგვიკვარახჭინო, რაც სალომე ზურაბიშვილს მოუკვარახჭინე მთაწმინდის ოლქში თავის დროზე და მერე საპრეზიდენტო არჩევნებში, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების” სახელისუფლებო დასასრული გარდაუვალია.

„ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ ოპოზიცია იქცევა ისე, როგორც ხელისუფლება უნდა იქცეოდეს - სახელმწიფოებრივად და ქვეყნის სასიკეთოდ. „ოცნებიდან“ რა გვესმის? თუ როგორი ცუდი იყო „ნაციონალური მოძრაობა” და რამდენი ცუდი საქმე გააკეთა საარჩევნო საკითხებში. ამას მელაპარაკება ხალხი, რომელიც თავად იმ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი იყო მთელი წლების განმავლობაში, როდესაც ჩვენ ვაპროტესტებდით მაშინ იმ არასწორ ქმედებებს. თუ „ოცნებამ“ უკვე იცის, რა არის არასწორი, რატომ იმეორებენ ამას?

ჩვენ მათ ვთავაზობთ გამოსავალს და ამის ნაცვლად, გადასვლა იმ სიბრტყეში, რომ ვინც კარგი ბიჭები და გოგოები იქნებით და სათანადოდ გაემიჯნებით „ნაცმოძრაობას“, იმას ჩვენ კონკურენტებს არ დაგიძახებთო, ეს რა არის იცით? ფოჩიანი კანფეტებით ვაჭრობის მცდელობა, თან ისე, რომ ფოჩებიც ვერ გაუკეთეს წესიერად. თუ ვინმე ამ ქვეყანაში „ოცნებას“ აკრიტიკებს, ეგრევე „ნაცმოძრაობის“ იარლიყს აკრავენ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა, საარჩევნო სისტემის საკითხზე პლებისციტი 2020 წლის საპარლამენტო, ან 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების დღეს ჩატარდეს. ამასთან, როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, გადაწყვიტეს, არ დააყენონ „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც, „ნაცმოძრაობის“ და მისი დანამატების გარდა, ოპოზიციის დანარჩენ წარმომადგენლებს ექნებათ გამარჯვების შანსი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო