ოთარ კახიძე - თუ ბიძინა ივანიშვილი ვა-ბანკზე წავა, მისთვისვე იქნება ძალიან სარისკო

თუ ბიძინა ივანიშვილი ვა-ბანკზე წავა, მისთვისვე იქნება ძალიან სარისკო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც კახიძემ აღნიშნა, ოპოზიციამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ უნდა გადადგას ნაბიჯები ყოველგვარი „რყევებისა და კატაკლიზმების გარეშე“.

„ჩვენ ვეუბნებით ხელისუფლებას, რომ მათთვისვე არის უკეთესი თუ ქვეყანაში არ იქნება პოლიტიკური დესტაბილიზაცია და რყევები. თუ ივანიშვილი წავა ბოლომდე ვა-ბანკზე, ანუ ნულოვანი თამაშის წესებზე, ან მოვიგებთ გაგანადგურებთ, ან წავაგებ და გავნადგურდები, მისთვისვეა ძალიან სარისკო და ქვეყნისთვისაც ცუდი არის. ჩვენ ვთვლით, რომ რყევების და კატაკლიზმების გარეშე უნდა გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები წინ, დემოკრატიული განვითარებისკენ“, - აღნიშნა კახიძემ.

მისივე თქმით, ხალხს ისეთი საარჩევნი სისტემა სურს და პარლამენტშიც ისეთი დეპუტატების ყოფნა უნდა, ვინც მათივე არჩეულია.

„ამ ქვეყნის ყველა ნორმალურ მოქალაქეს უნდა ისეთი საარჩევნო სისტემა, სადაც მის ხმას მნიშვნელობა აქვს. სადაც პარლამენტში ის ხალხია წარმოდგენილი, რომელსაც ხმას საზოგადოება აძლევს და თუ ივანიშვილის ცდილობს, რომ ხალხს წაართვას ეს სისტემა, ამის უფლებას არ მივცემთ“, - განაცხადა კახიძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ყველა სეგმენტშია ჩავარდნა, მათ შორის, მან ანაკლიის პროექტიც მოიყვანა მაგალითად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო