რატი იონათამიშვილი ადასტურებს, რომ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის შესახებ კონსულტაციები გაიმართა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ადასტურებს, რომ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის შესახებ კონსულტაციები გაიმართა. მისი განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ფრაქციის სხდომაზე მოხდება. "გარკვეული კონსულტაციები იყო. მოგეხსენებათ, ფრაქციის თავმჯდომარის არჩევის საკითხი რეგულირდება ფრაქციის დებულების მე-7 მუხლით. შესაბამისად, ფრაქციის თავმჯდომარის კანდიდატურის წაყენების უფლება გააჩნია ფრაქციის სრული შემადგენლობის 1/3-ს, ხოლო არჩევისთვის აუცილებელია ფრაქციის სრული შემადგენლობის 1/2-ის მხარდაჭერა. დაველოდოთ ფრაქციის სხდომას, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თვითმიზანი არასდროს არ არის რაიმე თანამდებობა. ნებისმიერი თანამდებობა არის მხოლოდ საშუალება, რომ ვემსახუროთ ჩვენს მოსახლეობას,"- განაცხადა იონათამიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა