მიხეილ ბატიაშვილი რეგიონში პირველ, ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტის მასშტაბურ პროექტს HP-სა და Microsoft-თან პარტნიორობით განახორციელებს

რეგიონში პირველი, ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტი ბიზნესის და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბაზაზე უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას. ამ მასშტაბურ პროექტს მიხეილ ბატიაშვილი უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციების - Microsoft-ისა და HP-ის ჩართულობით განახორციელებს.

BTU-AI ინდუსტრიის ფუნდამენტური ცვლილებისთვის ემზადება, - ეს იქნება რეგიონის მასშტაბით პირველი საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას განათლებასა და ბიზნესის სხვადასხვა სექტორში მოახდენს, ადგილი ექნება ინოვაციების გენერირებას, კვლევას, სწავლებას და განვითარებას. უნივერსიტეტი BTU-ს სივრცეში მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიებით, ერთიანი სამუშაო სივრცეებით, კვლევითი ცენტრით, ელექტრონული ბიბლიოთეკით, სასწავლო აუდიტორიებით და აქტივობების განსახორციელებლად სხვადასხვა საჭირო რესურსით იქნება წარმოდგენილი.

უნივერსიტეტის მიერ გაცხადებული გეგმები ასევე მოიცავს:

  • HP-ისმძლავრი, მაღალიწარმადობისტექნოლოგიურილაბორატორიისამოქმედებას
  • Microsoft-ისმიერ, სასწავლოდაკვლევითიპროექტების უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელებას. მათ შორისაა, AI Business School, AI Academy დასხვა
  • ხელოვნურიინტელექტის შესახებსამეცნიერო კონფერენციების, სამიტების და ვორკშოპების მოწყობას
  • საერთაშორისოპარტნიორებთან ერთად კვლევითი პროექტებისგანხორციელებას, ქვეყნის მოწინავე ინდუსტრიებში ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების ინტეგრირების ანალიზს, პერსპექტივების პროგნოზირებას და სხვა
  • ახალისტარტაპების აქსელერაციასადაინკუბაციას, საერთაშორისობაზრებზე განვითარების ხელშეწყობას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსოფლიოში პირველი ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტის, MBZUAI -ს ინციატივა 2019 წლის ოქტომბერში აბუ დაბიში გაჟღერდა და ის ფუნციონირებას 2020 წლის სექტემბერში დაიწყებს.

BTU AI იქნება რეგიონის პირველი უნივერსიტეტი, რომელიც იმუშავებს ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის სწავლების, კვლევების და სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით.

საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტის გლობალური ბაზარი 2022 წლისთვის 4 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს. მისი შესაძლებლობები გამოყენებული იქნება მსხვილი ინდუსტრიების მიერ წარმოების, ჯანდაცვის, ფინანსების, სოფლის მეურნეობის, უსაფრთხოების და სხვა სექტორების ეფექტიანობის გასაზრდელად.

ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებზე მოთხოვნა სწრაფად მზარდია, შესაბამისად, ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფეროა მსოფლიოში. კადრებზე მზარდმა მოთხოვნამ გააჩინა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების საჭიროება, რომელსაც BTU AI სრულად დააკმაყოფილებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო