გიორგი კანდელაკი - საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართება და ვნახოთ, ევროპელი მეგობრები როგორ შეხვდებიან „ოცნების“ თავხედურ გადაწყვეტილებას

ოთხშაბათს, საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართება და ვნახოთ, საქართველოს ევროპელი მეგობრები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის იბრძვიან, როგორი „ტაშის კვრით“ შეხვდებიან „ქართული ოცნების“ თავხედურ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის მიერ, დღეს გაჟღერებულ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებზე საუბრისას განაცხადა.

კანდელაკის განცხადებითვე, „ძალიან დიდი ალბათობით, დეკემბერში, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას მიიღებს“.

„ოთხშაბათს, ევროპარლამენტში გაიმართება დებატები, რომლის მთავარი თემა იქნება საქართველოში არსებული სიტუაცია. დებატებს ფორმალურად ჰქვია „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული სიტუაცია“, მაგრამ დიდი ნაწილი მიეძღვნება სწორედ საქართველოს ამბებს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება კონფრონტაციაში შესვლაა არა მხოლოდ ჩვენს საზოგადოებასთან, არამედ საქართველოს მეგობრებთანაც, რადგან პროპორციული არჩევნების უარყოფის შემდეგ, იყო მთელი წყება, უაღრესად კრიტიკული განცხადებებისა - შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ერთობლივი განცხადება. ძალიან მწვავე განცხადებები აშშ-ს კონგრესში, ევროპარლამენტში და ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნები, რომ შედგეს შეთანხმება, კომპრომისი და „გავრილოვის ღამის“ შემდეგ დადებული პირობა შესრულდეს. აგერ ვნახოთ, ოთხშაბათს, როგორი განცხადებები იქნება და როგორი „ტაშის კვრით“ შეხვდებიან საქართველოს მეგობრები, ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უფლებებისთვის, სუვერენიტეტისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებითვსი, რას ფიქრობენ ისინი დღევანდელ ასეთ თავხედურ და კონფრონტაციულ გადაწყვეტილებაზე „ქართული ოცნების“. ძალიან დიდი ალბათობით, დეკემბერში, ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას საქართველოს შესახებ“, - განაცხადა კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა, საარჩევნო სისტემის საკითხზე პლებისციტი 2020 წლის საპარლამენტო, ან 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების დღეს ჩატარდეს. ამასთან, როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, გადაწყვიტეს, არ დააყენონ „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც, „ნაცმოძრაობის“ და მისი დანამატების გარდა, ოპოზიციის დანარჩენ წარმომადგენლებს ექნებათ გამარჯვების შანსი.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა