ანრი ოხანაშვილი - იმედი მაქვს, ყველას ეყოფა გონიერება, რომ ახალგაზრდები არ ჩააყენონ ისეთ უხერხულ მდგომარეობაში, რომ საკუთარი პარტიული ინტერესების გამო, კანონი დაარღვევინონ

„იმედი მაქვს, ყველას ეყოფა გონიერება, რომ არ ჩააყენონ ადამიანები, მათ შორის ახალგაზრდები ისეთ უხერხულ მდგომარეობაში, რომ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების გამო, კანონი დაარღვევინონ", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითიც გამოეხმაურა ოპოზიციის გეგმას პარლამენტის პიკეტირების თაობაზე. ოხანაშვილის თქმით, თუკი გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებს გასცდება, სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება ექნება.

"ჩვენ სრულად უზრუნველვყოფთ ყველა ადამიანის უფლებას, გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება, მათ შორის აქციით, დემონსტრაციით. ეს არის საკუთარი აზრის გამოხატვის ლეგიტიმური საშუალება თუკი რაიმეს არ ეთანხმები. ეს არის "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი და დამსახურება, რომ ჩვენ ყველას ვაძლევთ საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალებას კანონის ფარგლებში. როგორც კი გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებს გასცდება, მოხდება შესაბამისი რეაგირება, როგორც ამას კონსტიტუცია და კანონმდებლობა ითვალისწინებს. იმედი მაქვს, ყველას ეყოფა გონიერება, რომ არ ჩააყენონ ადამიანები, მათ შორის ახალგაზრდები ისეთ უხერხულ მდგომარეობაში, რომ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების გამო, კანონი დაარღვევინონ. ხელისუფლება იმოქმედებს ისე, როგორც უნდა იმოქმედოს დემოკრატიულ ქვეყნებში არსებულმა შესაბამისმა უწყებებმა. მოხდება კანონის ფარგლებში რეაგირება. თუკი ვინმეა კრიზისში, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა", მისი სატელიტი პარტიებით და პარტიული ტელევიზიებით,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს