მიხეილ კალანდია სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდია სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

კალანდიამ სასამართლოსთვის გაგზავნილ განცხადებაში მიუთითა, რომ მას სხდომაზე არ სურდა დასწრება და რომ მის უფლებადამცველს ნდობას უცხადებდა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიონ, კერძოდ კი, 5 მოწმე დაიკითხება. დასაკითხ მოწმეთა შორის არიან პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი, ასევე დანაშაულის ადგილზე მყოფი ორი პირი,

ერთი კი, ის პირია, რომელმაც მიხეილ კალანდია შემთხვევის ადგილიდან წამოიყვანა.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა