ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის  საბჭოს სხდომაზე რუპორით მივიდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი დღევანდელ საბჭოს სხდომაზე რუპორის გამოყენებას გეგმავს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რუპორს აქვს როგორც პრაქტიკული, ასევე სიმბოლური მნიშვნელობა.

“რუპორით მოვედი იმიტომ, რომ საბჭოს მოსამართლე წევრები და რამდენიმე არამოსამართლე წევრი წარმოადგენს ჩინჩალაძის რუპორებს და ამას აქვს სიმბოლური დატვირთვა. მეორე მხრივ, თქვენ იცით, რომ გიორგი მიქაუტაძემ დააყენა ახალი სისტემა სხდომათა დარბაზში. მას არ ესმის მნიშვნელობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი, სადაც არის მხოლოდ 14 წევრი და დააწესა ახალი რეგულაციები, რომ მისი ნებართვის გარეშე ჩვენ ვერ ვრთავთ მიკროფონებს. იმისათვის, რომ საზოგადოებას გავაგონო ჩემი ხმა სხდომათა დარბაზიდან, იძულებული ვარ მაგიდაზე დავიდო რუპორი და საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენო როგორც ტექნიკური საშუალება იმისათვის, რომ ხალხმა ჩემი ხმა გაიგოს. თუ სხდომათა დარბაზში არ მექნება შესაძლებლობა, რომ მიკროფონი ჩავრთო საჭიროებისამებრ, ეს ნიშნავს იმას, რომ სხდომები იქნება დახურული. მხოლოდ ვიზუალური მხარე და ფოტო-მასალა საზოგადოებას არ სჭირდება იმისათვის, რომ გაიგოს რა ხდება საბჭოში. მნიშვნელოვანია ხმა, ამიტომ დღეიდან გამოვიყენებ ამ რუპორს თუ კი დამჭირდება სხდომათა დარბაზში, თუ არადა ჩამითონ მათ მიკროფონი, როგორც ამას კანონი მოითხოვს. თვითნებობა და წესების შემოღება მიქაუტაძის მხრიდან, არის უკანონობა. მას ეს არ შეუთანხმებია ჩვენთან, ყოველ შემთხვევაში პირადად ჩემთან ამაზე მსჯელობა არ ყოფილა”,- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა