„საქართველოს ყრუთა კავშირისა“ და მსოფლიო ყრუთა ფედერაციის პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიმართა

„საქართველოს ყრუთა კავშირისა“ და მსოფლიო ყრუთა ფედერაციის (WFD) ორგანიზებით, საერთაშორისო ფორუმი „გაგება და გამოყენება“ გაიმართა. ფორუმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, ,,საქართველოს ყრუთა კავშირის“ პრეზიდენტთან ამირან ბატატუნაშვილთან და მსოფლიო ყრუთა ფედერაციის პრეზიდენტთან ჯოზეფ მიურეისთან ერთად გახსნა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმი საქართველოში პირველად ჩატარდა და მიზანს სმენადაქვეითებული საზოგადოების უფლებების დაცვა და ადვოკატირება წარმოადგენს.

მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია სისტემაში გაჩნდეს კვალიფიციური ჟესტური ენის სპეციალისტები და ყრუ მოსწავლეების მეტი ინტეგრაცია განხორციელდეს საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

„განათლების მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო წლებია მუშაობს ქართული ჟესტური ენის განვითარებაზე, მიმდინარეობს 1-6 კლასის ახალი სახელმძღვანელოების რევიზია და არარსებული ახალი ჟესტების შექმნა, რაც მოსწავლეების განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

სმენადაქვეითებული მოსწავლეების ინტეგრაციისთვის ქ. თბილისის 64-ე საჯარო სკოლაში სამინისტროს პროგრამული დაფინანსებით ფუნქციონირებს ინტეგრირებული კლასი, სადაც ხდება სმენადაქვეითებული მოსწავლეების სხვა მოსწავლეებთან ინტეგრაცია. გარდა ამისა, შევქმენით სატელეფონო აპლიკაცია რაც კიდევ უფრო აადვილებს მათთან კომუნიკაციას. სამინისტრო მომავალშიც ხელს შეუწყობს ჟესტური ენის განვითარებას, პოპულარიზაციას, მასწავლებლების კვალიფიკაციის გაზრდასა და მათი განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფას“, -განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

ფორუმში მონაწილეობდნენ მსოფლიო ყრუთა ასოციაციების ხელმძღვანელები და გამგეობის წევრთა სრული შემადგენლობა აშშ-ს, საფრანგეთს, გერმანიას, დანიას, იტალიას, ჰოლანდიას, ტაილანდს, მალაზიას, ინდოეთს და სხვა ქვეყნებიდან.

ფორუმს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა