სიმპოზიუმი „დავით გარეჯი -კავკასიაში პირველი ტრანს-სასაზღვრო დაცული ტერიტორია“  გაიმართა

დავით გარეჯი - კავკასიაში პირველი ტრანს-სასაზღვრო დაცული ტერიტორია - სიმპოზიუმი გაიმართა. პრეზენტაცია და სიმპოზიუმი დავით გარეჯის საინიციატივო ჯგუფის ინიციატივით გაიმართება.

პრეზენტაცია ანა დოლიძემ, ეკოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებათა დოქტორმა ალექსანდრე გავაშელიშვილმა და გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორმა ზურა ჯანელიძემ წარადგინეს.

როგორც მომხსენებლებმა აღნიშნეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთის დელიმიტაცია-დემარკაციაზე მუშაობა ორ ათეულ წელზე მეტია მიმდინარეობს, დღემდე ეს ტერიტორია სადავოდ რჩება და ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობში დაძაბულობის კერად არის ქცეული.

დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების პროექტზე მუშაობა ქართველმა მეცნიერებმა წლების წინ დაიწყეს. შედეგად, გლობალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მომზადდა 200-გვერდიანი სამუშაო დოკუმენტი.

„მისი შექმნიდან 10 წელზე მეტი გავიდა, ამიტომ საჭიროა მასში შესული მონაცემების განახლება და საბოლოო დოკუმენტის პარლამენტისთვის განსახილველად წარდგენა. დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების პარალელურად, აზერბაიჯანის მხარეს შევთავაზებთ, რათა ანალოგიური მიდგომა საზღვრის მიმდებარე ტერიტორიასთან მიმართებაში მანაც განახორციელოს. შედეგად, შეიქმნება ტრანსსასაზღვრო დაცული ტერიტორია, რომლის ფარგლებში ერთობლივი ძალისხმევით შენარჩუნდება ბუნების ეკოლოგიური ბალანსი, დაცული იქნება უნიკალური სტეპური ველები, ფლორა, ფაუნა, არქეოლოგიური და მატერიალური კულტურის ძეგლები, ჩატარდება სამეცნიერო კვლევა, განვითარდება ეკო-ტურიზმი. შესაბამისი სამუშაო დოკუმენტი არსებობს. ახლა, საჭიროა პოლიტიკური ნება, რათა საქართველოსა და აზერბაიჯანის უმაღლესი ხელისუფლების პირები, მეცნიერებთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად, აქტიურად ჩაერთონ საკითხის განხილვაში და ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები გადადგან. გამოვიყენოთ ისტორიული შანსი, დავიწყოთ თანამშრომლობა ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად და ამით გადავარჩინოთ ქართულ-აზერბაიჯანული კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობა“, - განაცხადა ანა დოლიძემ, რომელმაც პრობლემის დარეგულირების სამართლებრივ ასპექტებზე და ამ მიმართულებით მსოფლიო გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა