ირანის საგარეო უწყება - თეირანში მასშტაბური აქცია გაიმართება, სადაც ნამდვილი ირანელები მთავრობისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ

თეირანში დღეს მთავრობის მხარდამჭერი მასშტაბური აქცია გაიმართება, რომელიც მსოფლიოს აჩვენებს „ვინ არიან ნამდვილი ირანელები“, -ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ მათ კარგად შეხედონ დღევანდელ მარშს და ნახონ ვინ არიან ნამდვილი ადამიანები ირანში და რას საუბრობენ ისინი“,-განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, აბბას მუსავიმ.

მისივე თქმით, ზოგიერთი უცხოელი მინისტრი იმდენად დაბლა დაეშვა, რომ „იხვეწება ვიდეოები და სხვა მასალები გადაუგზავნონ“.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ირანის მოსახლეობას მოუწოდა გაუზიარონ ფოტოები და ვიდეო მასალები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე აქციების დროს ადამიანთა უფლებების უხეშ დარღვევებს ასახავს.

ირანში საპროტესტო აქციები საწვავის ფასის ზრდას მოჰყვა. სამთავრობო ძალებთან შეტაკების დროს ათობით ადამიანი დაიღუპა.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო