შსს-ს ინფორმაციით, „ევროპული საქართველოს“ ორი წევრი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დააკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.

მათივე ცნობით, დაკავებულებიდან ერთ-ერთი პირი სატრანსპორტო საშუალებას მართავდა და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, დაკავებულია მათი ორი წევრი, რომელთაც მანქანით აქციის მონაწილეებისთვის საჭირო ინვენტარი მიჰქონდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს