ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი გაერო-ს გენერალურ მდივანს მიმართავს და საქართველოში სპეციალური კომისრის ჩამოსვლას ითხოვს

ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ითხოვს, გაერო-მ საქართველოში სპეციალური კომისარი მოავლინოს. ამ მოთხოვნით ოჯახმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში წერილი შეიტანა.

„მივმართავთ გაერო-ს გენერალურ მდივანს, რათა საქართველოში სასწრაფოდ მოავლინოთ გაერო-ს სპეციალური კომისარი, რომელიც მუშაობს მსგავს პრობლემებზე და დაუყოვნებლივ გამოიყენონ ყველა რესურსი, რათა მოხდეს ოკუპანტების მიერ უკანონოდ დატყვევებული ექიმის გათავისუფლება“, - ნათქვამია წერილში, რომელიც საგარეო უწყებაში გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა შეიტანა.

უწყებასთან იმყოფებოდნენ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილებიც, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათ ახალი ინფორმაცია არ მიუღიათ.

„ახალი ინფორმაცია არაფერი გვაქვს, დღეს არის დასვენების დღე ცხინვალში და დღესაც ვერ ახერხებს წითელი ჯვრის წარმომადგენელი შესვლას და ამანათის გადაცემას. როგორც მოგვაწოდეს ინფორმაცია, ხვალიდან ისევ ეცდებიან“, - განაცხადა თათა გაფრინდაშვილმა.

შეგახსენებთ, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დააკავეს და ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა