მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ჩვენმა გადაწყვეტილებამ პანიკაში და აგონიაში ჩააგდო

„დღეს ნახეთ, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი პანიკაში და აგონიაში ჩააგდო ჩვენმა გადაწყვეტილებამ,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის არჩევნებზე გარკვეულ მაჟორიტარულ ოლქებში „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატი არ დააყენოს.

„დღეს ნახეთ, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი პანიკაში და აგონიაში ჩააგდო ჩვენმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც იმ სამაჟორიტარო ოლქებში, სადაც იქნება ღირსეული და რეიტინგული კანდიდატი და ამავდროულად ის არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი რომელიმე ფრთის წარმომადგენელი, ჩვენ მას კონკურენტ კანდიდატს არ დავუყენებთ. ამით მეტად გარანტირებულად იქნება უზრუნველყოფილი ის, რომ კონკრეტულ ადგილებზე კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი მაჟორიტარი დეპუტატები გვეყოლებიან პარლამენტში. ამით ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი იქნება ბევრი პარტია,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დღეს გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, გადაწყვიტეს, არ დააყენონ „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც, „ნაცმოძრაობის“ და მისი დანამატების გარდა, ოპოზიციის დანარჩენ წარმომადგენლებს ექნებათ გამარჯვების შანსი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო