გიორგი კახიანი - თუ პარლამენტის ფუნქციონირებას რაიმე სახით ხელი შეეშალა, შესაბამისი რეაგირება იქნება

პლენარული სხდომა, რა თქმა უნდა, ჩატარდება. თუ პარლამენტის ფუნქციონირებას რაიმე სახით ხელი შეეშალა, ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასთან და პარლამენტის პიკეტირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ყველას აქვს უფლება გამოხატოს პროტესტი, თუმცა, კანონის ფარგლებში.

„პლენარული სხდომა, რა თქმა უნდა, ჩატარდება ისე, როგორც ამას რეგლამენტი ითვალისწინებს. მე არ ვიცი ოპოზიცია რას გეგმავს, თუმცა, ნებისმიერი პროტესტის გამოხატვა არის მათი უფლება, ვგულისხმობ კანონისმიერ პროტესტს. მათ მიეცემათ ამის შესაძლებლობა. სახელმწიფო ვალდებულიც არის უზრუნველყოს აზრის გამოხატვის თავისუფლება, განურჩევლად იმისა, თუ რა ფორმით კეთდება ეს, ერთადერთი პირობა არსებობს ამ შემთხვევაში და ეს არის ის, რომ კანონი არ უნდა დაირღვეს. თუ კანონი დაირღვა, პარლამენტის ფუნქციონირებას რაიმე სახით ხელი შეეშალა, ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება მოხდება“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო