გია ვოლსკი სააკაშვილის, გუბაზ სანიკიძის და ვალერი გელბახიანის შეხვედრაზე - რაღაც ბერიკებივით გამოვიდნენ - ძალიან უცნაურად მომეჩვენა

რაღაც ბერიკებივით გამოვიდნენ. ძალიან უცნაურად მომეჩვენა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერობის კანდიდატმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა კიევში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას გუბაზ სანიკიძესთან და ვალერი გელბახიანთან.

„რას იზამ, ადამიანს ვერ უკარნახებ, როგორ იცხოვროს. გუბაზსაც და ვალერისაც თავისი მოსაზრებები აქვთ ცხოვრებაზე, მომავალ პოლიტიკურ კარიერაზე. ამას საზოგადოება აფასებს. შეგვიძლია, ჩვენ ერთმანეთი ვაკრიტიკოთ, მაგრამ ბოლოს თავის პასუხს მაინც ხალხი იტყვის,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა