გენადი მარგველაშვილი - ზუსტად ვიცი „გერმანული მოდელის“ პერიპეტიები, ის არ შეესაბამება ჩვენს კონსტიტუციას

ზუსტად ვიცი „გერმანული მოდელის“ პერიპეტიები, ის არ შეესაბამება ჩვენს კონსტიტუციას, - ასე ეხმიანება განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი გენადი მარგველაშვილი ჟურნალისტებთან ოპოზიციის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „გერმანული მოდელი“ კონსტიტუციური ცვლილების გარეშე შეიძლება მიიღოს პარლამენტმა.

მისივე თქმით, ისიც ისევე, როგორც გუნდის ბევრი წარმომადგენელი, პროპორციული სისტემის მომხრე იყო, თუმცა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ახლა გამოსავალი 2020 წლამდე მშვიდად მისვლაა.

„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ნებისმიერი ტიპის დაპირისპირება და ანტაგონიზმი ჩვენი ქვეყნის მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. რაც შეიძლება მშვიდად, არსებული რეალობიდან გამომდინარე უნდა მივიდეთ 2020 წლის არჩევნებამდე,“- განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

ამასთან, როგორც განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა აღნიშნა, ზოგადი განათლების მიმართულებით შრომატევადი სამუშაო ხორციელდება და კომიტეტი სკოლამდელ, პროფესიულ და უმაღლესი განათლების მიმართულებით პრირიტეტებზეც იმუშავებს.

„პრიოპრიტეტი იქნება იგივე, ამ შემთხვევაში ჩვენ დავიწყეთ ზოგადი განათლების მიმართულებით საკმარისად შრომატევადი სამუშაოს ჩატარება. იცით, რომ ამ მიმართულებით ბევრი დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ვფიქრობ რომ პროექტები სკოლამდელ განათლებაზე, პროფესიული, უმაღლესი განათლების მიმართულებით ასევე მოითხოვს შესაბამისი პრიორიტეტების წარდგინებას და ამ მიმართულებით შევეცდებით, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ,“- განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო