რესპუბლიკის მოედანზე ოპოზიციის მხარდამჭერები იკრიბებიან

რესპუბლიკის მოედანზე ოპოზიციის მხარდამჭერები იკრიბებიან. 18:30 საათზე მათ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები შეურთდებიან, რის შემდეგაც მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ დაიძვრებიან და საკანონმდებლო ორგანოსთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

ოპოზიციის მხარდამჭერები და სამოქალაქო მოძრაობის წევრები პარლამენტის შენობასთანაც იკრიბებიან.

ადგილზე მობილიზებულები არიან დიდი რაოდენობით სამართალდმაცველები. იგეგმება საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის პიკეტირება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელი რჩება - ჩატარდეს ვადამდელი პროპორციული საპარლამენტო არჩევნები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა