შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს მედია კონკურსს თემაზე „ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა“

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისთან ერთად, „მე ვირჩევ თანასწორობას“ კამპანიის ფარგლებში, აცხადებს მედია კონკურსს თემაზე „ჩვენი მრავალფეროვნება ჩვენი სიმდიდრეა“. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, კონკურსის მიზანია: საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა; ეთნიკური უმცირესობების კულტურის პოპულარიზაცია; კულტურათაშორისი დიალოგის გაძლიერების ხელშეწყობა; ტოლერანტული გარემოს წახალისება. უწყების ცნობით, კონკურსით დაინტერესებულმა პირებმა 22 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე (ან ქართული თარგმანის თანხლებით) კონკურსისთვის სპეციალურად მომზადებული და/ან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მედია სივრცეში გამოქვეყნებული ტელე/რადიო სიუჟეტი ან სტატია. ერთ კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს რამოდენიმე ნამუშევარი. წარმოდგენილი მასალა უნდა ასახავდეს შემდეგ თემატიკას: საქართველოში მცხოვრები ეთნოსის/ეთნოსების ყოფა-ცხოვრებას, ყოველდღიურობას, ტრადიციებს, კულტურას, ურთიერთობებს სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან/პოზიტიური თანაცხოვრების მაგალითებს; საქართველოს ეთნიკურ/რელიგიურ/კულტურულ მრავალფეროვნებას; კულტურათაშორის დიალოგს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მოქმედი ტელე-რადიომაუწყებლების, ბეჭდვითი და ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიერ მოწვეული სპეციალური საკონკურსო კომისია 3 გამარჯვებულ ნამუშევარს (სატელევიზიო სიუჟეტი, რადიო სიუჟეტი, ბეჭდვითი სტატია/ონლაინ გამოცემა) გამოავლენს. საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯვებულები 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. როგორც სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, კონკურსანტებმა ნამუშევრები უნდა გამოგზავნონ მისამართზე: press@smr.gov.ge. მოწოდებულ მასალას თან უნდა ახლდეს ავტორის ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო