შსს-მ 2018 წელს 7 646 შემაკავებელი ორდერი გამოსცა,  2019 წლის 9 თვეში კი - 7 762 ორდერია გამოცემული

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის განცხადებით, 2018 წელს უწყებამ 7 646 შემაკავებელი ორდერი გამოსცა, ხოლო 2019 წლის 9 თვეში - 7762 ორდერია გამოცემული.

როგორც ცაციაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, შემაკავებელი ორდერის დარღვევის მაჩვენებელი კლებადია.

„მოგეხსენებათ, რომ შემაკავებელი ორდერების გამოცემასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები კანონმდებლობაში შარშან შეიცვალა. კერძოდ, შემაკავებელი ორდერის დარღვევის პირველივე შემთხვევა განისაზღვრა სისხლის სამართლის დანაშაულად, ნაცვლად ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, რამაც გარკვეული პოზიტიური შედეგები უკვე გამოიღო. თუ შარშან, როდესაც ადმინისტრაციული წესით ისჯებოდა შემაკავებელი ორდერის დარღვევა, დარღვევის მაჩვენებელი წარმოადგენდა 6%-ს, 2019 წლის 9 თვის მონაცემებით შემაკავებელი ორდერის დარღვევის მაჩვენებელი არ აღემატება 3%-ს, მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის წესით დასჯადობა შემოვიტანეთ.

თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ მზარდია შემაკავებელი ორდერების რაოდენობა. შარშან გამოიცა 7 646 შემაკავებელი ორდერი, ხოლო 2019 წლის 9 თვეში - 7 762 ორდერი გვაქვს გამოცემული, რაც ადასტურებს, რომ მნიშვნელოვანი იყო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და სანქციის გამკაცრება ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ აუცილებელია მსხვერპლის დაცვის მექანიზმების უფრო მეტად გაძლიერება და მოძალადის ზედამხედველობის მექანიზმების დახვეწა“, - განაცხადა ცაციაშვილმა.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სწორედ ამ მიზნით მომზადდა პროექტი, რომელიც ნოვაციას წარმოადგენს და გულისხმობს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობას ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის ჩამდენი პირების მიმართ.

„ეს რა თქმა უნდა, არ გულისხმობს იმას, რომ ყველა ორდერის გამოცემის შემთხვევაში განხორციელდება ელექტრონული ზედამხედველობა, უფრო მეტიც, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც რეალურად იარსებებს განმეორებით ძალადობის ჩადენის რეალური საფრთხე. საფრთხე შეფასდება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად პოლიციის თანამშრომლის მიერ შემაკავებელი ორდერის რისკის შემფასებელი კითხვარის საფუძველზე, რომელიც შარშან შემუშავდა“, - განაცხადა ცაციაშვილმა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს ერთ თვემდე ვადით ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებას. აღსანიშნავია ის, რომ აღნიშნული განხორციელდება მხოლოდ მსხვერპლის თანხმობის შემთხვევაში, ვინაიდან ტექნიკურად მხოლოდ მოძალადეს არ უმაგრდება ეს სამაჯური, ერთი ნაწილი სწორედ მსხვერპლს გადაეცემა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო