ეკა ბესელია - სწორედ ის ადამიანები დაასაჩუქრეს ნასუფრალის შემდეგ რაც დარჩათ იმით, ვინც ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარების სიაში აღმოჩნდნენ

სწორედ ის ადამიანები დაასაჩუქრეს ნასუფრალის შემდეგ რაც დარჩათ იმით, ვინც სწორედ ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარების სიაში აღმოჩნდნენ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე ჟურნალისტებს განუცხადა. მან ასევე გააკრიტიკა მამუკა მდინარაძე და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" დროს „ამბების მიმტან-მომტანისა და დაბალი რანგის შემსრულებლის" დაწინაურება, მასში ღიმილს იწვევს.

„ძალიან მოკლე ფეხები აქვს ტყუილს. ისეთი უნიჭო სცენარი იყო დადგმული, რომ საკუთარი თავი ძალიან მალე გაამჟღავნეს. წარმოუდგენელი რამ არის საკუთარ პარტიაში პარტიის თავმჯდომარეს დაუპირისპირდეს დეპუტატი და შემდეგ ის დააწინაურონ. მე კონფლიქტში რომ შევედი მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით, სწორედ ამის შემდეგ დავტოვე ის თანამდებობა. რაღაც ლოგიკაში ხომ უნდა იყოს, ისეთი რამ არ უნდა მოიფიქროს, რაშიც პატარა ბავშვსაც ვერ დაარწმუნებ. სწორედ ის ადამიანები დაასაჩუქრეს ნასუფრალის შემდეგ რაც დარჩათ, ასე ვუწოდებ მე დღეს ამ თანამდებობების განაწილებას, სხვა ამას არაფერი ჰქვია, ვინც სწორედ ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარების სიაში აღმოჩნდნენ.

სინანულით ვუყურებ, რომ რაზეც იდგა ეს პარტია, აბსოლუტურად ყველაფერს გადააბიჯეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო