საქართველოს პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები იკრიბებიან

საქართველოს პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები იკრიბებიან. როგორც ცნობილია საპროტესტო აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან 19:00 საათზე დაიწყება, რომელსაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდებიან. აქციაზე დასასწრებად მოქალაქეები რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ.

სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე მომზადებული კონსტიტუციური კანონპროექტის ჩაგდებას გააპროტესტებენ და მოითხოვენ არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნოდარ რუხაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, იგეგმება რუსთაველზე გზის გადაკეტვა და პარლამენტის შენობის პიკეტირება.

„19:00 საათიდან გვაქვს აქცია დაანონსებული, როდესაც ხალხის დიდი რაოდენობა მოვა, რუსთაველს გადავკეტავთ და შენობის პიკეტირებას დავიწებთ, რომ ხვალ სასესიო დღე ჩავარდეს. ჩვენი აზრით სისულელეა ნებისმიერი საკითხი, თუნდაც ბიუჯეტის განხილვა იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს სამივე შტო მიტაცებულია ერთი ოლიგარქის მიერ და ბოლოს მან წაგვართვა თავისუფალი არჩევნები. ამ არჩევნების დაბრუნებას ვცდილობთ, რომ ერთპარტიულობა, ერთმმართველობა და ბელადობა ამ ქვეყანაში დასრულდეს და ყველას მიეცეს თანაბარი საშუალება, რომ პარლამენტში მოხვდეს“, - განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა თავისუფალია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო