თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტები აქციას მართავენ

„ბიძინა მოსამართლეების მასტერი", "გადაგვაგდე?! გადაგაგდებთ", "ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?!", "სტუდენტები უსამართლობის წინააღმდეგ", - ამ ლოზუნგებით თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში, სტუდენტები 18 ნოემბერს, აქციის დაშლისას დაკავებულთა მხარდასაჭერად აქციას მართავენ. სტუდენტები თსუ-ს შენობიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით მსვლელობით, დაახლოებით 19:00 საათიდან გაემართებიან და პარლამენტის შენობის წინ აქციას შეუერთდებიან.

როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა, თორნიკე კობახიძემ განაცხადა, სტუდენტები ვალდებულად თვლიან თავს, რომ დაკავებული მეგობრების მხარდასაჭერად აქცია გამართონ. ამასთან, ისინი იზიარებენ აქციის "ყველა ერთის წინააღმდეგ" პათოსს, რომ ქვეყანაში არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს.

"აქციის ჩატარების მიზეზი გახდა უსამართლობა, რომელიც იწვნიეს ჩვენმა მეგობრებმა (ლუკა ჭიჭინაძე, პაატა სოსანაშვილმა, ლევან გიორგაძემ) და თავს ვთვლით ვალდებულად, რომ ეს პროტესტი გამოვხატოთ, რადგან არ გავხდეთ ხვალ ამ უსამართლობის მსხვერპლი. ყველას მოვუწოდებთ, გამოვიდნენ აქვიაზე. ჩვენი მეგობრების მხარდასაჭერი აქციის შემდეგ, ყველა ერთად ვუერთდებით აქციას "ყველა ერთის წინააღმდეგ", - აღნიშნა აქტივისტმა.

ცნობისთვის, 19:00 საათზე, ოპოზიციური პარტიის ლიდერების ნაწილი რესპუბლიკის მოედანზე, ხოლო მეორე ნაწილი რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებიც შეუერთდებიან. აქციის დასრულების შემდეგ, პარლამენტის პიკეტირება იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩააგდო.

18 ნოემბერს აქცია პოლიციამ დაშალა. აქციის დაშლისას დაკავებული პირების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირი იყო დაკავებული

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო