ჩვენი პროტესტი არის შეუპოვარი. ვიბრძოლებთ, სანამ „ქართული ოცნება“ არ დამარცხდება, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ პირველი რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, საიდანაც ოპოზიციამ პარლამენტისკენ მსვლელობა უნდა გამართოს.
მისი თქმით, პარლამენტის პიკეტირებას გეგმავენ, რადგან, „უმრავლესობის დეპუტატები იქ ყოფნას არ იმსახურებენ“.
“კახა კალაძემ დღეს განგვიცხადა, რომ აღარ გველაპარაკება, „ქართული ოცნება“ აღარ ელაპარაკება ქართველ ხალხს, არ ასრულებს თავის დაპირებს. ჩვენი პროტესტი არის შეუპოვარი. ვიბრძოლებთ, სანამ არ დამარცხდება „ქართული ოცნება“. მეთოდები არის კონსტიტუციური, ისეთი, რომლითაც ვეტყვით პარლამენტის წევრებს, რომ თუ ისინი არ მუშაობენ და არ უნდათ პარლამენტში შეასრულონ საქართველოს მოქალაქეების ნება, მაშინ ისინი არ იმსახურებენ იქ ჯდომას. როგორც წინა კვირაში მოხდა, ისევ ისე ჩავკეტავთ შესასვლელებს და არ შევუშვებთ შენობაში”,- განაცხადა კორძაიამ.