გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობა დაიწყეს

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობა დაიწყეს. მათთან ერთად არიან სამოქალაქო აქტივისტები და მოძრაობა „შეცვალეს” წევრები. ისინი პარლამენტის წინ დადგეგმილ აქციას შეუერთდებიან. აქციას რეგიონებიდან ჩამოსული აქტივისტებიც შეურთდნენ. მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ „საქართველო“.

17:00 საათიდან რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ წევრები, ასევე, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები.

როგორც ისინი ამბობენ, პარლამენტის შენობის პიკეტირებას აპირებენ. მათი თქმით, უმრავლესობის დეპუტატები იქ ყოფნას არ იმსახურებენ, რადგან საქართველოს მოქალაქეების დაკვეთას არ ასრულებენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მიზანია, ხვალ დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვან, დღევანდელი აქცია კი, მათი თქმით, ამის დემონსტრირება იქნება.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე პოლიციისგან რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ითხოვს. ამ დროისთვის გზის ერთი ნაწილია გადაკეტილი.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ბევრი ხალხია და საჭიროა, რომ რუსთაველის გამზირი სრულად გადაიკეტოს.

თავის მხრივ, პოლიციის წარმომადგენელმა ვაშაძეს განუმარტა, რომ ჯერ არ არის ხალხის საკმარისი რაოდენობა და გზას საჭიროების შემთხვევაში გადაკეტავენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა