ზაალ უდუმაშვილი - რამდენჯერაც დაგვარბევენ,  იმდენჯერ მეორე დღეს ვიდგებით პარლამენტთან

რამდენჯერაც დაგვარბევენ, იმდენჯერ მეორე დღეს ვიდგებით პარლამენტთან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ისინი დღეს მცირეხნიან აქციას გეგმავენ, რის შემდეგაც გადაინაცვლებენ პარლამენტის შენობის შესასვლელებთან.

„სრულიად მშვიდობიანად დავხვდებით, თუ გადაწყვეტენ დარბევას. ჩვენი გეგმა არის ის, რომ ძალიან ხმამაღალი პროტესტი გავაგონოთ ბიძინა ივანიშვილს. აქციის შემდეგ გადავნაწილდებით პარლამენტის შესასვლელებთან, რადგან დავიცვათ პარლამენტი იმ დეპუტებისგან, რომლებიც ქართველი ხალხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებენ. მათ არ აქვთ უფლება, თავს უწოდებდნენ ქართველი ხალხის არჩეულ დეპუტატებს, ისინი არიან მავნებლები, რომლებიც ზიანს აყენებენ ყოველი თავისი ნამოქმედარით საქართველოს მოსახლეობას,“ - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ივანიშვილმა ღიად თქვა, რომ ხალხის აზრი არ აინტერესებს.

„მან თქვა, რომ მაინტერესებს ის, რაც მიმაჩნია რომ ჩემთვის არის უკეთესი და ეს განცხადება გააკეთებინა კალაძეს. ჩვენ სხვანაირად ვფიქრობთ, ჩვენ ბევრნი ვართ და ვნახოთ ვინ უფრო ჯიუტია. სიმართლე დღეს არის ხალხის მხარეს. ეს ხალხი იცავს თავის ხვალინდელ დღეს,“ - განაცხადა უდუმაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო