ოპოზიციის ინფორმაციით, პოლიცია აქციის ორგანიზატორებს კასრების და შეშის პარლამენტის ტერიტორიაზე შეტანის საშუალებას არ აძლევს, რის გამოც ელენე ხოშტარიასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, პოლიცია აქციის ორგანიზატორებს კასრების და შეშის პარლამენტის ტერიტორიაზე შეტანის საშუალებას არ აძლევს, რასაც აქციის რამდენიმე ორგანიზატორს, მათ შორის „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ელენე ხოშტარიასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, პოლიციამ ის მანქანა გააჩერა, სადაც მათი ნივთები იყო, რომლებიც აქციაზე მიჰქონდათ. მათივე თქმით, პოლიციამ სატვირთოს მძღოლი, რომელსაც შეშა და კასრები გადაჰქონდა, „მანქანიდან ჩამოაგდო და გაიტაცა“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა