მალხაზ მაჩალიკაშვილი - იმედის ნაპერწკალი დღითიდღე  ქრება ამ ხელისუფლების პირობებში

იმედის ნაპერწკალი დღითიდღე ქრება ამ ხელისუფლების პირობებში, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა, გამოვიდნენ აქციაზე და შეუერთდნენ პროტესტს.

მისი თქმით, ქვეყანა აუცილებლად მიაღწევს პროპორციულ არჩევნებს.

"მოგესალმებით და მივესალმები გავრილოვის პატიმრებს უნდა გავამხნეოთ და მათ დავახვედროთ ბოროტი სისტემისგან გათავისუფლებული საქართველო. როგორც ყველამ ვიცით, მეორედ ვხვდები დღეს თემირლანის დაბადების დღეს ამ სცენაზე თქვენთან ერთად. ღმერთმა გამარჯვება მოგცეთ და ნათელი მომავალი ყველას. იმედის ნაპერწკალი დღე და დღე ქრება ამ ხელისუფლების პირობებში. ის არაადამიანი მახრჩობელა შეგვპირდა ყველას, მეც იმედი ჩამესახა, რომ პროპორციული არჩევნები იქნება, რომ ხელისუფლებას არ ექნებოდა არანაირი შანსი. არა უმრავლესობაში, არამედ უმცირესობაში, მაგრამ ამ ბოროტმა სისტემამ ჩაატარა კვლევები და დარწმუნდნენ, რომ ამათი საქმე წასულია თუ შედგებოდა პროპორციული არჩევნები. ჩვენ ყველა ერთად მივაღწევთ და ვაიძულებთ ამ არაადამიანებს, რომ პროპორციული სისტემა შექმნან",-განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მაჩალიკაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა