გიორგი ქადაგიძე - დღეს საქართველო დგას საფრთხის წინაშე, რომ როგორც ქვეყანა, იყოს  მიტაცებული

დღეს საქართველო დგას საფრთხის წინაშე, რომ როგორც ქვეყანა, იყოს მიტაცებული. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მიტაცებული სახელმწიფო ეს არის სახელმწიფო მომავლის გარეშე, საიდანაც ხალხი გარბის, ეს არის სახელმწიფო რომელსაც არა აქვს პერსპექტივა და ჩვენ არასდროს არ შევეგუებით ამას ისევე, როგორც არ შეგუებია ამას ქართველი ხალხი, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, პროპორციულ არჩევნებს აუცილებლად მოჰყვება თავისუფალი სასამართლო, რეგიონების დეცენტრალიზაცია, ეკონომიკური წინსვლა, დასაქმება, განათლება და ქვეყნის შეუქცევადი განვითარება.

„ქართველი ხალხის პროტესტს აქვს უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა - ყველა პარტნიორი ორგანიზაცია, პარტნიორი სახელმწიფო, საერთაშორისო პრესა ცალსახად და უპირობოდ მხარს უჭერს ქართველი ხალხის პროტესტს მოითხოვოს სამართლიანი პროპორციული არჩევნები. დღეს საქართველო დგას საფრთხის წინაშე, რომ როგორც ქვეყანა იქნას მიტაცებული. სამწუხაროდ, ქვეყნის მიტაცება იქცა ყველაზე უფრო გავრცელებულ ტერმინად, როდესაც საქართველოს მოიხსენიებენ ჩვენი მეგობრები. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მიტაცებული სახელმწიფო ეს არის სახელმწიფო მომავლის გარეშე, საიდანაც ხალხი გარბის, ეს არის სახელმწიფო, რომელსაც არა აქვს პერსპექტივა და ჩვენ არასდროს არ შევეგუებით ამას ისევე, როგორც არ შეგუებია ამას ქართველი ხალხი. რაც ისტორიულად გამოსდიოდა ჩვენ მტერს და არაკეთილმოსურნეს, ეს არის ნიჰილიზმის დათესვა და ეს არის შთაგონება, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ავაშენოთ თავისუფალი სახელმწიფო. ის, რომ ჩვენ არ გამოგვივა. მაგრამ დღეს აქ და ამ წუთას წყდება საკითხი, რომ ჩვენ აუცილებლად გვექნება თავისუფალი, განვითარებული სახელმწიფო. როცა ჩვენ პროპორციულ არჩევნებზე ვსაუბრობთ, მინდა მივმართო იმ ხალხს, ვინც ტელევიზორიდან ადევნებს თვალყურს ამ დემონსტრაციას, მეგობრებო, პროპორციული არჩევნები არ არის უბრალოდ საარჩევნო სისტემა, ეს არის რეცეპტი საქართველომ დაძლიოს სიღარიბე. ვინაიდან პროპორციული არჩევნები ნიშნავს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმას, ვინაიდან პროპორციული არჩევნები ნიშნავს ქართველი ხალხის ნების შესრულებას, პროპორციულ არჩევნებს აუცილებლად მოჰყვება თავისუფალი სასამართლო, რეგიონების დეცენტრალიზაცია, ეკონომიკური წინსვლა, დასაქმება, განათლება და ამ ქვეყნის შეუქცევადი განვითარება. დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენი ერთიანობით ჩვენს მტერსაც და მოყვარესაც უნდა დავანახოთ რომ ჩვენ მზად ვართ განვითარებული, თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობისთვის და ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე“, - განაცხადა ქადაგიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა