ჭიჭინაძის ქუჩაძე, პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "საქართველოს გაუმარჯოს", "წადით", "მონებო"

პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან, აქციის მონაწილეების ნაწილი, სტვენით და შეძახილებით: "საქართველოს გაუმარჯოს", "წადით", "მონებო" მსვლელობას აწყობენ.

მანამდე კი, აქტივისტები ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად განლაგდნენ შესასვლელის წინ, სადაც "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ შესასვლელთან მობილიზებულ სამართალდამცველებს სთხოვა, რომ ხელი არ შეეშალათ აქტივისტებისთვის პიკეტის მოწყობაში.

"მშვიდობიან პიკეტირებაში ხელი არ შეგვიშალოთ", - მიმართა სამართალდამცველებს ვაშაძემ. აქტივისტები ისევ პარლამენტის წინ შეკრებილებს შეურთდნენ, სადაც ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს