მამუკა მდინარაძე - თუ აქციის მონაწილეები დაარღვევენ კანონს, სახელმწიფო იმოქმედებს ადეკვატურად

თუ დაარღვევენ კანონს ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს, სახელმწიფო იმოქმედებს ადეკვატურად - ამის შესახებ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ერთი მხრივ, უნდა იყოს დაცული გამოხატვის თავისუფლება, თუმცა მეორე მხრივ, არ უნდა მოხდეს პარლამენტის ბლოკირება.

„ ჩვენ წინა შემთხვევაშიც მოვუწოდეთ სამართალდამცველ ორგანოებს, რომ იმოქმედონ მაქსიმალური სიფრთხილით, რომ ადამიანების ჯანმრთელობასაც გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად გავუფრთხილდეთ. ეს არის ჩვენი ვალი და ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარეობს. მეორე მხრივ, ვალდებულია, სამართალდამცველი ორგანო, რომ არ დაუშვას სახელმწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება. სამართალდამცველი ორგანოები მოქმედებენ კანონის შესაბამისად, საქართველოს პარლმენტს და მის წევრებს უნდა მიეცეთ მუშაობის საშუალება. აქედან გამომდინარე სამართალდამცველები იმოქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში ჰუმანურობის პრინციპის მაქსიმალური დაცვით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, დაშლის რა მეთოდები შეიძლება იყოს გამოყენებული აქციის მონაწილეების მიმართ, მდინარაძემ განაცხადა, რომ მას კონკრეტული პასუხი არ აქვს.

„ მე სპეციალური საშუალებების, ზომების განსაზღვრას არ ვახდენ, ეს არ არის ჩემი საქმე: რა ზომა, რა ფორმით მოხდება, სპეცრაზმი იქნება, პოლიცია, კრიმინალური პოლიციის თუ საუბნო სამსახურის თანამშრომლები გამოყვანილი, ეს ჩემი საქმე არ არის, ეს არ არის ჩემთან დასასმელი კითხვა. მე მხოლოდ შემიძლია გითხრათ ვალდებულების შესახებ, რომ უკანონობა უნდა აღკვეთოს სამართალდამცველმა და ამავე დროს მოვუწოდებ მათ მაქსიმალური სიფრთხილით გააკეთონ ეს, როცა იქნება ამის საჭიროება, ისე, რომ გავუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობასაც, გავუფრთხილდეთ მათ გამოხატვის უფლებას, რომელიც არავის არ უნდა შეეზღუდოს კანონის ფარგლებში“, -დასძინა დეპუტატმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს